Thumbnail

მოუსმინეთ: Lil Nas X-მა Nas-თან ერთად კომპოზიციის Rodeo რემიქსი გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა ატლანტელმა ქანთრი რეპერმა, Lil Nas X-მა კომპოზიციის Rodeo რემიქს ვერსია გაავრცელა. ტრეკზე მან ლეგენდარულ ჰიპ ჰოპ არტისტ Nas-თან ერთად იმუშავა.

კომპოზიციის თავდაპირველ ვერსიას ლილ ნას იქსი Cardi B-სთან ერთად ასრულებს. ჩანაწერი ლილ ნასის სადებიუტო EP-ში სახელწოდებით "7" არის წარმოდგენილი.

მონტერო ლამარ ჰილმა, სასცენო სახელით Lil Nas X, შემოქმედებითი კარიერა 2018 წელს დაიწყო. ამავე წელს მან სადებიუტო მიქსტეიპი Nasarati გაავრცელა. დეკემბერში გამოცემულმა კომპოზიციამ Old Town Road ბილბორდის ასეულში პირველი ადგილის დაკავება მოახერხა. 2019 წლის 5 აპრილს არტისტმა საკუთარი ჰიტის რემიქსი ცნობილ ქანთრი შემსრულებელთან, ბილი რეი საირუსთან ერთად ჩაწერა. სიმღერამ ბილბორდის ჩარტში რეკორდული პერიოდი, 19 კვირა დაჰყო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული