Thumbnail

სელენა გომესი: ჯასტინ ბიბერი ჩემზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელი მომღერალი სელენა გომესი National Public Radio-ს გადაცემას Weekend Edition ესტუმრა. სხვა საკითხებთან ერთად, 27 წლის არტისტმა კანადელ პოპვარსკვლავ, ჯასტინ ბიბერთან ურთიერთობაზე ისაუბრა.

► ნახეთ: სელენა გომესმა სიმღერაზე Lose You To Love Me კიდევ ერთი კლიპი გადაიღო

► მოუსმინეთ: სელენა გომესი ახალ ალბომს Rare ავრცელებს

► სელენა გომესი: ჩემმა ახალმა კლიპებმა ტეილორ სვიფტი აატირა

"სახიფათოა მსხვერპლის როლში დიდხანს ყოფნა. ვგრძნობ, რომ ამ ურთიერთობაში გარკვეული თვალსაზრისით მსხვერპლი ვიყავი. ფსიქოლოგიურ ძალადობას ვგულისხმობ", - აღნიშნა სელენამ.

არტისტის თქმით, სწორედ ეს გახდა მათი დაშორების მიზეზი:

"ჩემს თავში ძალა უნდა მეპოვა, რომ ეს ყველაფერი გამეაზრებინა, როგორც ზრდასრულ ადამიანს. ნამდვილად არ მინდა, მთელი ცხოვრება ამ თემაზე ვილაპარაკო. ვამაყობ, რომ თავს ახლა გაცილებით უფრო ძლიერად ვგრძნობ, ვიდრე ადრე".

აღსანიშნავია, რომ სელენამ ჯასტინ ბიბერთან დაშორებას ახალ ალბომში Rare შესული კომპოზიციები Lose You To Love Me და Look At Her Now მიუძღვნა.

წყვილმა ურთიერთობა 2010 წელს დაიწყო. ისინი რამდენჯერმე დაშორდნენ, საბოლოოდ კი ურთიერთობა 2018 წელს დაასრულეს. ამავე წელს ჯასტინმა მოდელ ჰეილი ბოლდუინზე იქორწინა.

მსახიობმა და მომღერალმა, სელენა გომესმა მუსიკალური კარიერა 2002 წელს დაიწყო. მას ამ დრომდე, მსოფლიო მასშტაბით, 7 მილიონი ალბომი და 22 მილიონი სინგლი აქვს გაყიდული. არტისტს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა: Come & Get It, Slow Down და The Heart Wants What It Wants მოუტანა. მუსიკოსმა 2020 წლის იანვარში ახალი ალბომი Rare გაავრცელა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული