Thumbnail

მოუსმინეთ: დევიდ ბოუის ტრეკის Baby Universal აქამდე გამოუქვეყნებელი ვერსია

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარულ ბრიტანელ მუსიკოსს, დევიდ ბოუის 8 იანვარს 73 წელი შეუსრულდებოდა. ამასთან დაკავშირებით კომპოზიციის Baby Universal აქამდე გამოუქვეყნებელი ვერსია Baby Universal ’97 გავრცელდა, რომელიც EP-ში სახელწოდებით Is It Any Wonder? სხვა ხუთ ტრეკთან ერთად იქნება წარმოდგენილი. ჩანაწერი 14 თებერვალს გამოიცემა.

► პარიზში დევიდ ბოუის სახელობის ქუჩა გაიხსნება

სიმღერის ორიგინალი ვერსია 1991 წელსაა ჩაწერილი და ბოუის მიერ შექმნილი სუპერჯგუფის Tin Machine უკანასკნელ ალბომში Tin Machine II შედის.

დევიდ ბოუიმ შემოქმედებითი კარიერა 60-იანი წლების დასაწყისში დაიწყო. მე-20 საუკუნის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა არტისტმა სიცოცხლის განმავლობაში 140 მილიონზე მეტი ალბომი გაყიდა, რაც მას თანამედროვე მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ შემსრულებლად აქცევს. Space Oddity-სა და სხვა არაერთი ჰიტის ავტორი 2016 წლის 10 იანვარს 69 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული