Thumbnail

იანვარი: აუცილებლად მოსასმენი 10 კომპოზიცია

გთავაზობთ 2020 წლის იანვარში გამოშვებულ, აუცილებლად მოსასმენ 10 კომპოზიციას:

ნახეთ სრული ფლეილისტი

10. These New Puritans - The Mirage

ბრიტანულმა პოსტ პანკ დუეტმა These New Puritans ახალი კომპოზიცია The Mirage გაავრცელა. ტრეკი არტისტების მომავალ ალბომში The Cut იქნება წარმოდგენილი, რომელიც 14 თებერვალს გამოიცემა.

9. Porridge Radio - Sweet

ბრიტანულმა ჯგუფმა Porridge Radio ახალი კომპოზიცია Sweet და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გაავრცელა. ტრეკი ბენდის მომავალ ალბომში Every Bad შევა, რომელიც მარტში გამოიცემა.

8. Chromatics - Toy

ამერიკულმა ჯგუფმა Chromatics მსმენელებს კომპოზიცია Toy წარუდგინა. გასული წლის მიწურულს გამოცემული სტუდიური ჩანაწერის The Sound Of Silence შემდეგ, ეს მუსიკოსების პირველი ახალი ტრეკია. 

7. Royce da 5'9" - Overcomer ft. Westside Gunn

დეტროიტელმა რეპერმა რაიან მონტგომერიმ, ფსევდონიმით Royce Da 5'9", ახალი კომპოზიცია Overcomer და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. ვეტერანი ემსის ჩანაწერში მისი ბუფალოელი კოლეგა Westside Gunn მონაწილეობს. 

6. King Krule - (Don't Let The Dragon) Draag On 

ბრიტანელმა მუსიკოსმა არჩი მარშალმა, სასცენო სახელით King Krule, ახალი კომპოზიცია (Don't Let the Dragon) Draag On და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი გაავრცელა. სინგლი არტისტის მომავალ ალბომში Man Alive! იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 21 თებერვალს ჩაეშვება. 

5. Mac Miller - Hand Me Downs

2018 წელს გარდაცვლილი ჰიპ ჰოპ არტისტის, მაკ მილერის კომპოზიცია Hand Me Downs მუსიკოსის ახალ ალბომში Circles შედის, რომელიც მისმა წარმომადგენლებმა 17 იანვარს გაავრცელეს.

4. Ozzy Osbourne - Ordinary Man ft. Elton John

ლეგენდარულმა ბრიტანელმა მუსიკოსებმა, ოზი ოსბორნმა და ელტონ ჯონმა ერთობლივი კომპოზიცია Ordinary Man გამოუშვეს. სიმღერა ოზის ამავე სახელწოდების მქონე ალბომში იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 21 თებერვალს ჩაეშვება.

3. Squarepusher - Terminal Slam

ბრიტანელმა ელექტრონულმა მუსიკოსმა, ტომ ჯენკინსონმა, სასცენო სახელით Squarepusher, კომპოზიცია Terminal Slam და მასზე შექმნილი კლიპი გაავრცელა. ტრეკი არტისტის ახალ ალბომში Be Up a Hello შედის, რომელიც 31 იანვარს გამოიცა.

2. Tame Impala - Lost in Yesterday

ავსტრალიურმა პროექტმა Tame Impala ახალი კომპოზიცია Lost in Yesterday და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. სიმღერა ალბომში The Slow Rush შევა, რომელიც გაყიდვაში 14 თებერვალს ჩაეშვება.

1. Shady Nasty - AA

ავსტრალიურმა პროექტმა Shady Nasty ახალი კომპოზიცია AA და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი გაავრცელა. ტრეკი ჯგუფის მომავალ EP-ში Bad Posture იქნება წარმოდგენილი, რომელსაც კანადური ლეიბლი Royal Mountain Records 21 თებერვალს გამოსცემს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული