Thumbnail

მოუსმინეთ: Lamb of God ახალ კომპოზიციას Checkmate ავრცელებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ცნობილი ამერიკული მეტალ ჯგუფი Lamb of God კომპოზიციას Checkmate ავრცელებს. ტრეკი ბენდისვე სახელწოდების მქონე ალბომში შევა.

► Lamb Of God-ის გიტარისტმა ჩესტერ ბენინგტონთან ერთად ჩაწერილ სიმღერაზე კლიპი გადაიღო

10 სიმღერისგან შემდგარი სტუდიური ნამუშევრის გამოშვება 8 მაისს იგეგმება. იხილეთ ალბომის ტრეკლისტი:

Memento Mori
Checkmate
Gears
Reality Bath
New Colossal Hate
Resurrection Man
Poison Dream (featuring Jamey Jasta)
Routes (featuring Chuck Billy)
Bloodshot Eyes
On the Hook

ჯგუფს, რომელიც 1994 წელს ჩამოყალიბდა, თავდაპირველად Burn the Priest უწოდეს. ამავე დასახელების სადებიუტო ალბომის გამოშვების შემდეგ კი ბენდმა Lamb of God დაირქვა. კოლექტივი ამერიკული ჰევი მეტალის ახალი ტალღის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წარმომადგენლად ითვლება. მუსიკოსების ალბომებს Sacrament, Wrath, Resolution და VII: Sturm und Drang კომერციული წარმატება ხვდათ წილად. გრემიზე 5-ჯერ ნომინირებულ ჯგუფს აშშ-ში 2 მილიონი ალბომი აქვს გაყიდული.  

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული