Thumbnail

მოუსმინეთ: Denzel Curry და Kenny Beats რვატრეკიან ჩანაწერს UNLOCKED ავრცელებენ

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ფლორიდელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, დენზელ კარიმ და ნიუ იორკელმა პროდიუსერმა, კენეთ ჩარს ბლუმმა, ფსევდონიმით Kenny Beats, ახალი კოლაბორაციული EP სახელწოდებით UNLOCKED გამოაქვეყნეს. სტუდიურ ჩანაწერში 8 კომპოზიციაა წარმოდგენილი. კოლეგებმა სრული ნამუშევარი და მასზე შექმნილი ვიდეო იუთუბზე ატვირთეს.

► ნახეთ: Kenny Beats & Denzel Curry - The Cave 

► მოუსმინეთ: Denzel Curry - 13LOOD 1N + 13LOOD OUT 

► ნახეთ: Denzel Curry ვიდეორგოლს SPEEDBOAT ავრცელებს

ფლორიდელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა მუსიკალური კარიერა 2010 წელს დაიწყო. მისი შემოქმედება 6 ოფიციალურ მიქსტეიპს, 4 ალბომსა და 2 EP-ის აერთიანებს. რეპერი ფართო საზოგადოებამ 2015 წლის ოქროს სტატუსის მქონე კომპოზიციით Ultimate გაიცნო. დენზელის გამორჩეული სტუდიური ნამუშევარი 2018 წლის TA13OO გახლავთ, რომელმაც კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული