Thumbnail

Iron Maiden-ის ბრიუს დიკინსონი: ჩვენი ჯგუფი არასდროს დაიშლება

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული ბრიტანული ჰევი მეტალ ჯგუფის, Iron Maiden-ის ვოკალისტმა, ბრიუს დიკინსონმა რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, ავტობიოგრაფიული წიგნის What Does This Button Do? პრომოუშენის ფარგლებში, თაყვანისმცემლებთან შეხვედრა გამართა. ღონისძიების ერთ-ერთმა დამსწრემ მუსიკოსს ჰკითხა, რას იზამს ბენდი იმ შემთხვევაში, თუ კოლექტივის რომელიმე წევრი კარიერის დასრულებას გადაწყვეტს.

"იმედი ყოველთვის არსებობს. Iron Maiden-ის წევრები სულ ერთად ვიქნებით. ჩვენ არ გვეყოლება ჰოლოგრამები. ხომ ხვდებით, რასაც ვგულისხმობ? სცენაზე ჩვენი ციფრული გამოსახულებები იქნება, მაგრამ ისინი ჩვენ არ ვიქნებით. ისე, ცუდი იდეა არაა - შეგვეძლება, აღარ ვიმუშაოთ და გულხელდაკრეფილებმა მივიღოთ შემოსავალი. თუმცა, ეს არასდროს მოხდება, რადგან Iron Maiden დაშლას არ აპირებს", - თქვა 61 წლის არტისტმა.

Iron Maiden ინგლისში 1975 წელს ჩამოყალიბდა. გრემის მფლობელმა ჯგუფმა წარმატებას 80-იანი წლების დასაწყისში მიაღწია. ბენდმა კარიერის განმავლობაში 100 მილიონი ალბომის გაყიდვა მოახერხა. ამ დრომდე კოლექტივს 16 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული