Thumbnail

5 ივენთი, რომელსაც ამ კვირაში უნდა დაესწროთ

სალომე კვირიკაშვილი პროფილის ფოტო
სალომე კვირიკაშვილი

ამ რუბრიკის ფარგლებში popmusic ყველა ჟანრისა და მიმდინარეობის მსმენელისთვის საინტერესო ივენთების მოძიებას ცდილობს.

გთავაზობთ მიმდინარე კვირის 5 გამორჩეულ მუსიკალურ ღონისძიებას, რომელსაც, ჩვენი აზრით, ღირს, რომ დაესწროთ.

5. SILK FACTORY STUDIO: ნიაზ დიასამიძე და ჯგუფი "33ა"

21 თებერვალი (პარასკევი)

Silk Factory Studio 21 თებერვალს ნიაზ დიასამიძეს და მის ჯგუფს "33ა" მასპინძლობს. 1994 წელს შექმნილმა კოლექტივმა სადებიუტო ალბომი "თბილისი" 1997 წელს გაავრცელა. მუსიკოსების შემოქმედება ფოლკ როკსა და რეგეის აერთიანებს. 

4. BASSIANI / HOROOM: Helena Hauff | Kancheli | Ndrx | Azim Fathi | HVL | Ninasupsa 

21 თებერვალი (პარასკევი)

პარასკევს "ბასიანი" გერმანელ დიჯეისა და პროდიუსერს, Helena Hauff-ს მასპინძლობს. მასთან ერთად კლუბის მთავარ სცენას Kancheli და Ndrx დაიკავებენ. "ჰორუმის" ოთახში კი მსმენელთა წინაშე Azim Fathi, HVL და Ninasupsa წარდგებიან.  

3. KHIDI: SHDW & Obsure Shape | Klangkuenstler | Jorjick | Roman

21 თებერვალი (პარასკევი)

პარასკევს "ხიდი" გერმანელ არტისტებს SHDW & Obsure Shape და Klangkuenstler უმასპინძლებს. მათთან ერთად კლუბის მთავარ სცენას Jorjick და Roman დაიკავებენ. G2-ში კი ივენთების სერიის Sevda Invites მორიგი ღონისძიება გაიმართება, რომლის ფარგლებშიც ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი მუსიკოსები B2B სეტებს დაუკრავენ. 

2. Fabrika: The BearFox

21 თებერვალი (პარასკევი)

21 თებერვალს Black Dog Shop-ში ქართული ჯგუფის The BearFox კონცერტი გაიმართება. მუსიკოსები მსმენელთა წინაშე როგორც უკვე კარგად ცნობილი, ასევე ახალი კომპოზიციებით წარდგებიან. ღონისძიება პროექტ One Small Gig-ის ფარგლებში ჩატარდება. 

1. DECODER: Richie Hawtin | Claire Morgan | The Forest

22 თებერვალი (შაბათი)

22 თებერვალს "სფეისჰოლი" საფესტივალო სერია Decoder-ის მორიგ ღონისძიებას უმასპინძლებს. მსმენელთა წინაშე ტექნო სცენის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი Richie Hawtin წარდგება. მასთან ერთად სცენას გერმანელი დიჯეი Claire Morgan და The Forest დაიკავებენ. 

22 FEB | RICHIE HAWTIN

DECODER-ის თებერვლის სერიაზე - Richie Hawtin / Claire Morgan / The Forest. ონლაინ ბილეთები: www.Decoder.ge

Posted by DECODER on ოთხშაბათი, 22 იანვარი, 2020

კომენტარები

ბოლოს დამატებული