Thumbnail

ნახეთ: ჯოუი კრამერი Aerosmith-ს დაუბრუნდა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

დრამერი ჯოუი კრამერი ლეგენდარულ ამერიკულ კოლექტივს, Aerosmith-ს დაუბრუნდა. მასთან ერთად ჯგუფმა კონცერტი ლას ვეგასში გამართა. კრამერმა ბენდი შარშან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დატოვა. ის დროებით ჯონ დუგლასმა შეცვალა.

► ნახეთ: Aerosmith-ის პერფორმანსი Run-DMC-ის მონაწილეობით

შეგახსენებთ, რომ ჯოუი კრამერმა იანვარში საკუთარ ჯგუფს სასამართლოში უჩივლა და გრემის დაჯილდოების პერფორმანსში მონაწილეობა მოითხოვა. არტისტის თქმით, დროებითი პაუზის შემდეგ, თავს კარგად გრძნობდა და 2019 წლის დეკემბერში კოლექტივში დაბრუნებასაც აპირებდა, თუმცა, ბენდის წევრებმა მისი შემოწმება მოითხოვეს იმის დასადგენად, რამდენად იყო ფორმაში, რა პირობაც მას კონტრაქტში არ ეწერა. მოსამართლემ მუსიკოსის საჩივარი წარმოებაში არ მიიღო. "აეროსმიტის" სხვა წევრების განცხადებით კი, დროის ნაკლებობის გამო, კრამერთან ერთად პერფორმანსისთვის მომზადება ფიზიკურად ვერ ესწრებოდა. საბოლოოდ, ჯგუფმა ღონისძიებაზე კრამერის გარეშე დაუკრა.

"აეროსმიტი" ქალაქ ბოსტონში 1970 წელს შეიქმნა და სამი წლის შემდეგ ბენდის სახელწოდების მქონე სადებიუტო ალბომი გაავრცელა. მუსიკოსებს კარიერის განმავლობაში 150 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვთ გაყიდული. 4 გრემის მფლობელმა ჯგუფმა ბოლო სტუდიური ნამუშევარი Music from Another Dimension! 2012 წელს გაავრცელა. 2018 წლის 5 მაისს კი "აეროსმიტმა" მსოფლიო ტურნე Aero-Vederci Baby! გამართა, რომლის ფარგლებშიც კონცერტი შეკვეთილშიც ჩატარდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული