Thumbnail

ბუფალოელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, დიმონდ ფრაისმა, სასცენო სახელით Conway The Machine, ახალი კომპოზიცია Fredo Joint გამოაქვეყნა. გაერთიანება Griselda-ს წევრის ნამუშევრის პროდიუსერი Graymatter გახლავთ.

► მოუსმინეთ: Conway The Machine - Sign Language 

► ნახეთ: Conway ტრეკს Tito's Back ასრულებს 

► მოუსმინეთ: Griselda ახალ ალბომს WWCD ავრცელებს

ქანვეი ნიუ იორკელი ჰიპ ჰოპ არტისტია, რომელმაც მუსიკალური კარიერა 2014 წელს დაიწყო. ამავე წელს მან საკუთარ ძმასთან, ვესთსაიდ განთან ერთად ნიუ იორკის შტატში, ქალაქ ბუფალოში გაერთიანება Griselda Records ჩამოაყალიბა. 2012 წელს რეპერი თავისა და ყელის არეში დაჭრეს, რამაც მის მეტყველების უნარს კვალი დაატყო. თუმცა, შემთხვევა ქანვეიმ სათავისოდ გამოიყენა და დღეს ის ერთ-ერთი გამორჩეული ფლოუს ავტორია. 2017 წელს შემსრულებელი ლეგენდარული ემინემის მიერ დაარსებული ლეიბლის წევრი Shady Records გახდა.   

კომენტარები

ბოლოს დამატებული