Thumbnail

ნახეთ: Sauce Walka კლიპს Where Was You At აქვეყნებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ჰიუსტონელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ალბერტ მონდეინმა, ფსევდონიმით Sauce Walka, კომპოზიციაზე Where Was You At გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. ჩანაწერის პროდიუსერი Sauce Miyagi გახლავთ, რომელმაც სოუს ვოქასთან წარსულშიც არაერთხელ ითანამშრომლა. ტრეკი სამხრეთელი რეპერის 2019 წლის მიქსტეიპის Sauce Ghetto Gospel 2 ერთ-ერთი სინგლია.

► ნახეთ: Sauce Walka - New Sauce City 

ალბერტმა მუსიკალური მოღვაწეობა ჰიპ ჰოპ დუეტში Sauce Twinz დაიწყო. 2015 წელს რეპერმა პირველი სოლო ტრეკი A Bag გაავრცელა. მას დღემდე 4 მიქსტეიპი აქვს გამოშვებული. არტისტმა ფართო საზოგადოების ყურადღება 2017 წელს დაიმსახურა. ერთი წლის შემდეგ გამოქვეყნებული კომპოზიცია Ghetto Gospel, რომელიც თანამედროვე გეტოების საუნდტრეკად იქცა, სხვადასხვა გამოცემამ წლის საუკეთესო რეპ ნამუშევრებს შორის დაასახელა. სოუს ვოქა ხმის სახასიათო ტემბრით გამოირჩევა. მისი ცნობილი კომპოზიციებია: Ghetto Gospel, Sauce Overload, We Did It, Sauce Baby, Big Amount, Mask On და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული