Thumbnail

2Pac-ის ალბომის Me Against the World იუბილესთან დაკავშირებით მაისურები გამოუშვეს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ჰიპ ჰოპ არტისტის, თუფაქ შაკურის წარმომადგენლებმა მუსიკოსის 1995 წლის ალბომის Me Against the World 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით მაისურები და ჰუდები გამოუშვეს. ტანსაცმელთან ერთად ჩანაწერის ვინილის შეძენაც არის შესაძლებელი.

► ახალ ფილმში 2Pac-ის მიერ სიკვდილის გათამაშების შესახებ იქნება მოთხრობილი

► ნახეთ: 2Pac-ის ქანდაკება, რომელიც თაყვანისმცემლებმა დაიწუნეს

► ნახეთ: ავტომობილი, რომელშიც 2Pac ჩაცხრილეს, აუქციონზე იყიდება

2 Pac

ბრენდირებული სამოსი მუსიკოსის ოფიციალურ ვებგვერდზე იყიდება. მათი ღირებულება $30-დან 96 აშშ დოლარამდე მერყეობს.

ალბომმა გამოსვლისთანავე ბილბორდის ჩარტის ლიდერი პოზიცია და სამმაგი პლატინის სტატუსი დაიმსახურა. ნამუშევარში ისეთი ცნობილი კომპოზიციები შედის, როგორებიცაა: Dear Mama, Temptations, So Many Tears და სხვები.

თუფაქი ჰიპ ჰოპის ერთ-ერთ უდიდეს ფიგურად მიიჩნევა. ემინემის კვალდაკვალ, მუსიკოსი რიგით მეორე ყველაზე გაყიდვადი რეპერია. 1996 წლის 7 სექტემბერს არტისტი ლას ვეგასში, მანქანაში ჩაცხრილეს. 13 სექტემბერს ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. დანაშაული კი დღემდე გაუხსნელია. 2017 წელს შემსრულებელი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული