Thumbnail

ნახეთ: ხმის დაკარგვის გამო ატირებულმა ელტონ ჯონმა კონცერტი შეწყვიტა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსი, ელტონ ჯონი, გამოსამშვიდობებელი ტურნეს Farewell Yellow Brick Road ფარგლებში, ახალი ზელანდიის ქალაქ ოკლენდში, Mount Smart-ის სტადიონზე კონცერტს მართავდა, როდესაც ჰიტის Daniel შესრულებისას მოულოდნელად ხმა დაკარგა და გამოსვლა შეწყვიტა.

► ნახეთ: ელტონ ჯონმა ოსკარზე კომპოზიცია (I'm Gonna) Love Me Again შეასრულა

► მოუსმინეთ: ოზი ოსბორნი და ელტონ ჯონი სიმღერას Ordinary Man ავრცელებენ

► ელტონ ჯონი: ოპერაციის შემდეგ სიარულის სწავლა ხელახლა მომიხდა

"ძალიან ვწუხვარ", - აღნიშნა 72 წლის არტისტმა და სცენა ატირებულმა დატოვა.

როგორც BBC წერს, კონცერტის დაწყებისას ელტონმა პუბლიკას ამცნო, რომ ფილტვების ანთება სჭირდა.

მოგვიანებით მუსიკოსმა ინსტაგრამის საშუალებით მიმართა თაყვანისმცემლებს:

"მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ჩემს კონცერტზე მოვიდა. სცენაზე გამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე მოსიარულე პნევმონიის დიაგნოზი დამისვეს, თუმცა, თქვენთვის დაუვიწყარი შოუს მოწყობა მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი. მთელი გულით ვმღეროდი და ვუკრავდი, მანამ ხმა სრულად არ ჩამიწყდა. ძალიან იმედგაცრუებული და შეწუხებული ვარ. გთხოვთ, მაპატიოთ".

ელტონ ჯონმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1963 წელს დაიწყო. კარიერის განმავლობაში მას 4 გრემისა და ერთი ოსკარის ჯილდო აქვს მოპოვებული. 350 მილიონი გაყიდული ალბომით მუსიკოსი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ არტისტად ითვლება. შემსრულებელმა 2018 წლის სექტემბერში უკანასკნელი ტურნე დაიწყო, რომელიც 2021 წელს დასრულდება. პოპვარსკვლავი თაყვანისცემლებს სწორედ ამ პროექტით დაემშვიდობება. ელტონი შარშან საქართველოსაც ესტუმრა და Black Sea Arena-ზე ორი კონცერტი გამართა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული