Thumbnail

ახალგაზრდა ქართველმა მუსიკოსმა, გიორგი იზორიამ, ფსევდონიმით TAHA, მორიგი ახალი კომპოზიცია "სახეზე" გაავრცელა. ჩანაწერის პროდიუსერი ტრადიციულად თორნიკე მგალობლიშვილი, იგივე BXBAPPP გახლავთ.

► მოუსმინეთ: TAHA - წაეთამაშე 

► მოუსმინეთ: TAHA - ყველა FLOW | CLOUT 

► მოუსმინეთ: TAHA - გაიქეცი 

გიორგი ახალბედა მუსიკოსია, რომლის შემოქმედებაც ჰიპ ჰოპის, მეტალისა და თრეფ მუსიკის ელემენტების სინთეზია. ტაჰამ სახელი ვიდეოჟურნალის FlowFlow ცნობილი პროექტის PVP Battle მეორე სეზონში მონაწილეობით გაითქვა. ახლა ის პროექტის ფინალის მოლოდინშია, რომელშიც მას კიდევ ერთი დამწყები რეპერი Montana დაუპირისპირდება.  

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული