Thumbnail

ჯასტინ ბიბერი: სელენა გომესთან ურთიერთობისას ველურივით ვიქცეოდი

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

მუსიკალური სერვისი Apple Music კანადელ პოპვარსკვლავ, ჯასტინ ბიბერთან ჩაწერილ ინტერვიუს ავრცელებს, რომელშიც 25 წლის არტისტი თავისი ახალი ალბომისა და პირადი ცხოვრების შესახებ საუბრობს. ტელეწამყვან ზეინ ლოუისთან დიალოგში ჯასტინმა მომღერალ სელენა გომესთან ურთიერთობის პერიოდიც გაიხსენა. აღსანიშნავია, რომ სელენამ ცოტა ხნის წინ გაამხილა, რომ ბიბერი მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა.

► მოუსმინეთ: ჯასტინ ბიბერმა 5-წლიანი პაუზის შემდეგ ახალი ალბომი Changes გაავრცელა

► სელენა გომესი: ჯასტინ ბიბერი ჩემზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა

"ამ ურთიერთობას მხოლოდ ტკივილი მოჰქონდა ჩემთვის. მაშინ შეშლილივით და ველურივით ვიქცეოდი. ჰეილის თავიდანვე გამოვუტყდი, რომ იარები ჯერ კიდე არ მქონდა მოშუშებული, საკუთარი თავის ძიებაში ვიყავი და არ მინდოდა, მისთვის რაიმე პირობა მიმეცა, შემდეგ კი ყველაფერი პირიქით გამეკეთებინა, როგორც არაერთხელ მოვქცეულვარ წარსულში. გულწრფელობამ მართლაც გამოიღო შედეგი. ახლა ვიცი, რომ ჰეილი სწორედ ის ადამიანია, ვის გარეშეც ჩემი ახალი ალბომი არ იარსებებდა. მნიშვნელობა არ აქვს, კარგად გაიყიდება თუ არა ეს ჩანაწერი. მთავარია, მშვიდად ვარ იმის გამო, რომ ვიცი, დარჩენილ ცხოვრებას იმ ადამიანთან გავატარებ, ვისთანაც ჯანსაღი და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა მაკავშირებს", - აღნიშნა არტისტმა.

ჯასტინმა და სელენამ ურთიერთობა 2010 წელს დაიწყეს. ისინი რამდენჯერმე დაშორდნენ, საბოლოოდ კი ურთიერთობა 2018 წელს დაასრულეს. ამავე წელს ბიბერმა ჰეილი ბოლდუინზე იქორწინა. აღსანიშნავია, რომ გომესმა ჯასტინთან დაშორებას ახალ ალბომში Rare შესული კომპოზიციები Lose You To Love Me და Look At Her Now მიუძღვნა. 

ჯასტინ ბიბერმა კარიერა 2007 წელს დაიწყო. 150 მილიონი გაყიდული ჩანაწერით ის მსოფლიოში კომერციულად ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ შემსრულებლად ითვლება. მუსიკოსს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Love Yourself,  Sorry და Baby მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული