Thumbnail

ჯასტინ ბიბერი: მინდა, რომ ბილი აილიში დავიცვა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

კანადელმა პოპვარსკვლავმა, ჯასტინ ბიბერმა რადიოსადგურ Beats 1-ის ეთერში მომღერალ ბილი აილიშის შესახებ ისაუბრა. ბიბერის თქმით, მას სურს, 18 წლის გოგონა პოპულარობით გამოწვეული ტრავმისგან დაიცვას.

► ჯასტინ ბიბერი: სელენა გომესთან ურთიერთობისას უგუნურად ვიქცეოდი

► მოუსმინეთ: ჯასტინ ბიბერმა 5-წლიანი პაუზის შემდეგ ახალი ალბომი Changes გაავრცელა

► ჯასტინ ბიბერი: მინდა, რომ გამოვჯანმრთელდე

"მინდა, ბილი აილიში დავიცვა. არ მსურს, რომ ფსიქიკურად გატყდეს. მან არ უნდა გამოიაროს ის გზა, რაც მე განვვლე. პატარა ასაკში პოპულარობის მოპოვებამ ისეთი ტრავმა მომაყენა, რომ თვითდესტრუქციული გავხდი და კინაღამ მოვკვდი. ამის გამოცდას არავის ვუსურვებ. თუ ბილის ჩემი დახმარება დასჭირდება, შეუძლია, დაუყოვნებლივ დამირეკოს, ნებისმიერ დროს მასთან გავჩნდები", - ამბობს ბიბერი.

ჯასტინის ამ განცხადებას ბილი აილიში ინსტაგრამის გვერდზე გამოეხმაურა. მუსიკოსმა რამდენიმე ფოტო გაავრცელა, რომელიც ბიბერის მიმართ მის სიყვარულს ასახავს.

View this post on Instagram

stream changes

A post shared by BILLIE EILISH (@billieeilish) on

ჯასტინ ბიბერმა კარიერა 2007 წელს დაიწყო. 150 მილიონი გაყიდული ჩანაწერით ის მსოფლიოში კომერციულად ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ შემსრულებლად ითვლება. მუსიკოსს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Love Yourself,  Sorry და Baby მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული