Thumbnail

მოუსმინეთ: System of a Down-ის წევრებმა დევიდ ბოუის Starman დააქავერეს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილი როკ ჯგუფის System of a Down დრამერმა, ჯონ დოლმაიანმა და ფრონტმენმა, სერჟ ტანკიანმა ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსის, დევიდ ბოუის ჰიტი Starman დააქავერეს. კომპოზიცია დოლმაიანის მომავალ ქავერ ალბომში These Grey Men იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 28 თებერვალს ჩაეშვება. სიმღერის ორიგინალი ბოუის ალბომში The Rise and Fall of Ziggy Stardust and the Spiders from Mars შედის, რომელიც 1972 წელს გამოიცა.

► System of a Down-ისა და Avenged Sevenfold-ის წევრებმა Radiohead-ის სიმღერა დააქავერეს

ჯონ დოლმაიანმა კარიერა 1997 წელს დაიწყო. ფართო საზოგადოებამ ის ჯგუფ System of a Down-ში მოღვაწეობით გაიცნო. მუსიკოსი აგრეთვე პროექტ Scars on Broadway-ს წევრი იყო. გამოცემა Loudwire-მა ის ჰარდ როკისა და მეტალის ყველა დროის საუკეთესო დრამერებს შორის დაასახელა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული