Thumbnail

ნახეთ: Chance The Rapper-ის, Quavo-სა და Lil Wayne-ის პერფორმანსი All-Star-ზე

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

გრემის მფლობელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ჯონათან ბენეტი, ფსევდონიმით Chance The Rapper, ჩიკაგოში გამართულ NBA All-Star-ის მატჩის შესვენებაზე 12-წუთიანი პერფორმანსით წარდგა. მასთან ერთად შოუში მონაწილეობა ატლანტელმა რეპერმა Quavo-მ, ნიუ ორლენელმა შემსრულებელმა Lil Wayne-მა და DJ Khaled-მა მიიღეს.

► ნახეთ: ჯენიფერ ჰადსონმა NBA All-Star-ზე კობი ბრაიანტის პატივსაცემად იმღერა

► ნახეთ: Chance the Rapper-მა ძმასთან, ტეილორთან ერთად კომპოზიცია Roo შეასრულა

ჯონათან ბენეტმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2011 წელს დაიწყო. დღეისთვის მის დისკოგრაფიაში სადებიუტო ალბომი The Big Day, ასევე, ოფიციალური მიქსტეიპები 10 Day, Acid Rap და Coloring Book შედის. არტისტის კოლეგების დიდი ნაწილისგან განსხვავებით, ბენეტი ლეიბლებთან კონტრაქტის გაფორმებას ჯერჯერობით არ გეგმავს. 2017 წლის გრემის დაჯილდოებაზე ახალგაზრდა მუსიკოსის ნამუშევარმა Coloring Book წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის ნომინაციაში გაიმარჯვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული