Thumbnail

Eminem-ის კომპოზიციის Rap God კლიპის ნახვებმა იუთუბზე მილიარდს გადააჭარბა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ჰიპ ჰოპ არტისტის, მარშალ მეზერსის, ფსევდონიმით Eminem, კომპოზიციის Rap God კლიპის ნახვებმა იუთუბზე მილიარდს გადააჭარბა. ვიდეორგოლი რეპერმა 2013 წელს გადაიღო.

► სელმა ჰაიეკი: ოსკარის კულისებში Eminem-ს მოულოდნელად წყალი გადავასხი

Eminem-მა განმარტა, თუ რატომ არ დაესწრო ოსკარებს 17 წლის წინ, როცა თავად გაიმარჯვა

► ნახეთ: ვარსკვლავების რეაქციები ოსკარზე ემინემის გამოსვლისას

აღსანიშნავია, რომ Wiz Khalifa-ს შემდეგ ემინემი მეორე რეპერი გახდა, რომლის კლიპმაც ვიდეოპლატფორმაზე მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა.

Rap God მუსიკოსის რიგით მერვე სტუდიურ ალბომში The Marshall Mathers LP 2 არის წარმოდგენილი. ტრეკი მასში გამოყენებული ყველაზე მეტი, 1560 სიტყვით გინესის რეკორდების წიგნშიც მოხვდა.

ჰიპ ჰოპის ერთ-ერთმა საუკეთესო წარმომადგენელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1988 წელს დაიწყო. ის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ლეიბლში Interscope Records გაწევრიანების შემდეგ გახდა, როდესაც 1999 წელს კომერციულად წარმატებული სტუდიური ნამუშევარი The Slim Shady LP გამოუშვა. 2002 წელს მუსიკოსმა ოსკარის დაჯილდოებაზე ნომინაციაში "წლის საუკეთესო საუნდტრეკი" კომპოზიციით Lose Yourself გაიმარჯვა. ჩანაწერი მის ბიოგრაფიულ ფილმში 8 Mile შევიდა. ემინემი პირველი რეპერი გახდა, რომელმაც ასეთ წარმატებას მიაღწია.

ემინემის მეცხრე ალბომი Revival, რომელიც 2017 წლის დეკემბერში გამოვიდა, კომერციულად წარუმატებელი გამოდგა. 2018 წლის 31 აგვისტოს კი მუსიკოსმა ყოველგვარი ანონსისა და პრომოუშენის გარეშე ახალი სტუდიური ჩანაწერი Kamikaze გაავრცელა. გამოსვლიდან ერთ კვირაში მსმენელებმა ნამუშევრის 434,000-ზე მეტი ეგზემპლარი შეიძინეს, რამაც ალბომი ბილბორდის ჩარტის პირველ პოზიციაზე მოახვედრა. 2020 წლის იანვარში მარშალმა ახალი ალბომი Music To Be Murdered By ყოველგვარი ანონსისა და პრომოუშენის გარეშე გამოაქვეყნა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული