Thumbnail

ნახეთ: ცნობილი მუსიკოსები NBA All-Star-თან დაკავშირებულ ღონისძიებებზე

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ჩიკაგოში ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ყველა ვარსკვლავის 69-ე მატჩი გაიმართა. მანამდე კი ტრადიციული სამდღიანი ფესტივალი NBA All-Star Weekend მოეწყო. მის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს არაერთი ცნობილი მუსიკოსი დაესწრო, მათ შორის Nas, Kanye West, Jennifer Hudson, Common და სხვები.

► ნახეთ: Chance The Rapper-ის, Quavo-ს, Lil Wayne-ისა და DJ Khaled-ის პერფორმანსი All-Star-ზე

► ნახეთ: ჯენიფერ ჰადსონმა NBA All-Star-ზე კობი ბრაიანტის პატივსაცემად იმღერა

გთავაზობთ მუსიკოსების ფოტოებს მატჩიდან და მასთან დაკავშირებული ივენთებიდან:

Nas & Saweetie

ეპოქალური ჰიპ ჰოპ არტისტი, ნასი და რეპერი, სოუითი ღონისძიების პარტნიორი კომპანიის, Hennessy-ს ორგანიზებულ Hennessy All-Star Saturday Night-ზე.  

Kanye West & J. Cole

ყველა ვარსკვლავის მატჩს დაესწრნენ ჰიპ ჰოპ არტისტები ჯეი ქოული და ქანიე ვესთი. ეს უკანასკნელი მატჩზე ცოლთან, ტელევარსკვლავ კიმ კარდაშიანთან ერთად მივიდა.

ASAP Ferg

ალკოჰოლური სასმელების კომპანია Hennessy-ს წვეულების სცენა დაიკავა ნიუ იორკელმა რეპერმა ASAP Ferg.

DaBaby

ამავე ღონისძიებაზე წარდგა პერფორმანსით გრემის ნომინანტი ახალგზარდა რეპერი DaBaby.

Chance the Rapper

გრემის მფლობელი რეპერი, რომელიც NBA All-Star-ის მატჩის შესვენებაზე 12-წუთიანი პერფორმანსით წარდგა, კამერებმა NBA Slam Dunk Contest-ის შეჯიბრებაზე ბურთით ხელში დააფიქსირეს.

Teyana Taylor

პოპულარული არენბი შემსრულებელი, ტიანა ტეილორი ქმართან, კალათბურთელ იმან შამპერტთან ერთად ღონისძიების ფარგლებში მოწყობილ ვახშამზე დააფიქსირეს.

Common

მატჩის დაწყებამდე Wintrust Arena-ს წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა ვეტერანი ჩიკაგოელი მუსიკოსი, ლონი რაშიდ ლინი. მან კლუბების შემადგენლობაც გამოაცხადა, NBA Celebrity Game-ზე კი სპეციალური ჯილდო MVP Award მიიღო. 

Quavo

წითელ ხალიჩაზე გაიარა ატლანტელმა რეპერმა Quavo-მ. მოგვიანებით მან მატჩის შესვენებაზე დადგმულ პერფორმანსში მიიღო მონაწილეობა. 

Jennifer Hudson

ამერიკელმა მომღერალმა, ჯენიფერ ჰადსონმა NBA All-Star-ის მატჩზე ლეგენდარული კალათბურთელის, კობი ბრაიანტის ხსოვნის პატივსაცემად იმღერა.

Queen Latifah

ამერიკელი რეპერი და მსახიობი, ქუინ ლატიფა 15 თებერვალს United Center-ის სცენაზე გამოვიდა.

Jadakiss

რეპერი Jadakiss კი ღონისძიების ფარგლებში მოწყობილ ვახშამზე Luxury Watchmaker Roger Dubuis Hosts NBA All-Star Dinner აღბეჭდეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული