Thumbnail

5 ივენთი, რომელსაც ამ კვირაში უნდა დაესწროთ

სალომე კვირიკაშვილი პროფილის ფოტო
სალომე კვირიკაშვილი

ამ რუბრიკის ფარგლებში popmusic ყველა ჟანრისა და მიმდინარეობის მსმენელისთვის საინტერესო ივენთების მოძიებას ცდილობს.

გთავაზობთ მიმდინარე კვირის 5 გამორჩეულ მუსიკალურ ღონისძიებას, რომელსაც, ჩვენი აზრით, ღირს, რომ დაესწროთ.

5. CAFE GALLERY: Ndrx | Sistope | EU

25 თებერვალი (სამშაბათი)

სამშაბათს კაფე "გალერეაში" ადგილობრივი არტისტების მიერ დაარსებული გაერთიანება 11TH კოლაბორაციული საღამოების რიგით მეშვიდე ღონისძიებას გამართავს. კლუბში მისული მსმენელების წინაშე Ndrx, Sitsope და EU წარდგებიან.

4. BASSIANI / HOROOM: Fast Forward Night

28 თებერვალი (პარასკევი)

პარასკევს კლუბი "ბასიანი" დანიურ ლეიბლს Fast Forward Production მასპინძლობს. მსმენელთა წინაშე ამ პლატფორმის თანადამფუძნებელი, დიჯეი და პროდიუსერი Sugar, ასევე Repro, Schacke, Rune Bagge, Funeral Future და სხვა არტისტები წარდგებიან.

3. KHIDI: Astrix

28 თებერვალი (პარასკევი)

28 თებერვალს კლუბში "ხიდზე" Treebal ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ფსაი-ტრანს ფესტივალს Ozora მასპინძლობს. მსმენელთა წინაშე ღონისძიების ჰედლაინერი, დიჯეი და პროდიუსერი Astrix, ასევე WeghaGoa JonasAcidwaveOogway, Additivv და სხვა არტისტები წარდგებიან. 

2. SPACEHALL: Fjaak | Trym | Remco Beekwilder

29 თებერვალი (შაბათი)

შაბათს Decoder-ის პლატფორმაზე დაფუძნებული ტექნო ივენთების სერია SPIRAL "სფეისჰოლში" რიგით მეორე ღონისძიებას გამართავს. მსმენელთა წინაშე ბერლინური დუეტი Fjaak წარდგება. მათთან ერთად სცენას Trym და Remco Beekwilder დაიკავებენ. 

1. DEDAENA BAR: Bedford Falls

1 მარტი (კვირა)

1 მარტს "დედაენის ბარში" კონცერტს ქართული როკ ჯგუფი Bedford Falls გამართავს. ბენდმა მოღვაწეობა 2014 წელს დაიწყო. მუსიკოსებს წარმატება სიმღერებმა Thrill is Gone, Dreamer Once და Elephant's Memory მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული