Thumbnail

ნახეთ: Rick Ross და Dwyane Wade კლიპს Season Ticket Holder ავრცელებენ

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

მაიამელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, უილიამ ლეონარდ რობერტსმა, სასცენო სახელით Rick Ross, ახალგავრცელებულ ტრეკზე გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. რეპერის ჩანაწერში ყოფილი კალათბურთელები, დუეინ უეიდი და უდონის ჰასლემი მონაწილეობენ, რომლებმაც სახელი რიკ როსის მშობლიურ გუნდში "მაიამი ჰიტის" რიგებში თამაშით გაითქვეს. მაიამელებთან ერთად კომპოზიციის შექმნაში წვლილი მულტიინსტრუმენტალისტმა შემსრულებელმა, Raphael Saadiq-მა შეიტანა.

► ნახეთ: Rick Ross ვიდეორგოლს Summer Reign ავრცელებს

► ნახეთ: Rick Ross-მა კომპოზიციის Nobody's Favorite კლიპი გაავრცელა

► ნახეთ: Travis Barker - Gimme Brain Ft. Lil Wayne & Rick Ross 

სამხრეთელმა მუსიკოსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2000 წელს დაიწყო. დღეისთვის მას 10 ალბომი და 5 კოლაბორაციული ნამუშევარი აქვს გამოშვებული. 2012 წელს ტელეკომპანია MTV-მ არტისტი წლის ყველაზე მოთხოვნად რეპერად დაასახელა. სოლო კარიერის გარდა, მან 2009 წელს ჰიპ ჰოპ გაერთიანება Maybach Music Group ჩამოაყალიბა, რომლის წევრებიც პოპულარული შემსრულებლები მიქ მილი და ვალეი იყვნენ.   

კომენტარები

ბოლოს დამატებული