Thumbnail

Rihanna: მხოლოდ ერთად დგომით შეგვიძლია სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

კალიფორნიაში, Pasadena Convention Center-ში შავკანიანთა განვითარების ეროვნული ასოციაციის ყოველწლიური დაჯილდოების NAACP Image Awards 51-ე ცერემონია გაიმართა, რომელიც კინოში, ტელევიზიაში, მუსიკასა და ლიტერატურაში მოღვაწე ადამიანების საქველმოქმედო საქმიანობის დაფასებას ისახავს მიზნად. ღონისძიების ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა პოპულარული ბარბადოსელი მომღერალი, რიანა, რომელსაც პრესტიჟული საპრეზიდენტო ჯილდო გადაეცა.

► Rihanna: მიყვარს, როცა თაყვანისმცემლებს ვაღიზიანებ

"ჩემი წვლილი ძალიან მცირეა იმ საქმიანობაში, რომელიც მსოფლიოში ხორციელდება. ამ მიმართულებით კიდევ ბევრია გასაკეთებელი. თუკი რამეა, რაც დღემდე მისწავლია, ისაა, რომ ჩვენ მხოლოდ ერთად დგომით შეგვიძლია სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა, ცალ-ცალკე ამას ვერ მოვახერხებთ. მხოლოდ ასე გავუმკლავდებით ქალების, შავკანიანებისა და გაჭირვებული ადამიანების პრობლემებს", - განაცხადა სამადლობელი სიტყვით გამოსვლისას არტისტმა.

აღსანიშნავია, რომ რიანამ 2012 წელს ბებიისა და ბაბუის, კლარასა და ლიონელის პატივსაცემად საქველმოქმედო ფონდი The Clara Lionel Foundation დააარსა. ორგანიზაცია განათლების, ჯანდაცვისა და საგანგებო სიტუაციების მიმართულებით მუშაობს. მომღერალი ყოველწლიურად მართავს ღონისძიებას Diamond Ball, რომლიდან შემოსული თანხაც ფონდის ბიუჯეტში ირიცხება. 

სხვადასხვა დროს საქველმოქმედო საქმიანობისთვის ასოციაციის საპრეზიდენტო ჯილდოს მფლობელები გამხდარან: აშშ-ის 42-ე პრეზიდენტი ბილ კლინტონი, ლეგენდარული მოკრივე მუჰამედ ალი, მუსიკოსები: ელა ფიცჯერალდი, ლორინ ჰილი, ჯონ ლეჯენდი, ჯეი ზი და საზოგადოებისთვის ცნობილი სხვა სახეები.   

კომენტარები

ბოლოს დამატებული