Thumbnail

ჯასტინ ბიბერმა ელვის პრესლის რეკორდი მოხსნა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

25 წლის კანადელი პოპვარსკვლავის, ჯასტინ ბიბერის ახალი სტუდიური ჩანაწერი Changes ბილბორდის ჩარტის სათავეში მოექცა. ამ მიღწევით მომღერალი ყველაზე ახალგაზრდა არტისტი გახდა, რომელმაც ჯამში შვიდი ალბომით შეძლო Billboard 200-ის ლიდერი პოზიციის მოპოვება. ბოლო 59 წლის განმავლობაში ეს რეკორდი ლეგენდარულ მუსიკოს, ელვის პრესლის ეკუთვნოდა, რომელმაც 1961 წელს, 26 წლის ასაკში, ჩანაწერით Blue Hawaii მიაღწია მსგავს შედეგს.

► ნახეთ: ჯასტინ ბიბერმა ქანიე ვესთის Sunday Service-ზე იმღერა

► ნახეთ: ჯასტინ ბიბერი ჯეიმს კორდენის Carpool Karaoke-ს ესტუმრა

► მოუსმინეთ: ჯასტინ ბიბერმა 5-წლიანი პაუზის შემდეგ ახალი ალბომი Changes გაავრცელა

მუსიკოსმა პირველად 2010 წელს, სადებიუტო ჩანაწერით My World 2.0 დაიკავა ბილბორდის ჩარტში პირველი პოზიცია.

ჯასტინ ბიბერმა კარიერა 2007 წელს დაიწყო. 150 მილიონი გაყიდული ჩანაწერით ის მსოფლიოში კომერციულად ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ შემსრულებლად ითვლება. მუსიკოსს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Love Yourself,  Sorry და Baby მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული