Thumbnail

Young M.A: ჰიპ ჰოპში არენბი მუსიკა გვჭირდება

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ახალგაზრდა ნიუ იორკელმა რეპერმა, კატორა მარერომ, სასცენო სახელით Young M.A, ჰიპ ჰოპის დღევანდელ ჟღერადობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბალანსისთვის ჟანრში არენბი მუსიკის არსებობა აუცილებელია. ემეიმ ამის შესახებ ტვიტერზე დაწერა.

► მოუსმინეთ: Young M.A სადებიუტო ალბომს Herstory In The Making ავრცელებს 

► ნახეთ: Young M.A - 2020 Vision 

► ნახეთ: Young M.A კომპოზიციის She Like I'm Like კლიპს ავრცელებს

"ჰიპ ჰოპ მუსიკა აღარაა ისეთი, როგორიც იყო, რადგანაც დღეს არენბი ჟღერადობას თითქმის არ ვიყენებთ. არენბი ბალანსისთვის აუცილებელია. ახლა ყველაფერი ერთფეროვანია და, შესაბამისად, ხალხი ახალ კომპოზიციებს მალე იბეზრებს. ჩვენ არენბი გვჭირდება", - განაცხადა ნიუ იორკელმა.

ბრუკლინელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2012 წელს დაიწყო. მისი წარმატება 2016 წლის კომპოზიციას Ooouuu უკავშირდება, რომელმაც მუსიკალური ჩარტები დაიპყრო და იუთუბზე 315 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. 2019 წლის სექტემბერში ემეიმ სადებიუტო ალბომი Herstory In The Making გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული