Thumbnail

ნახეთ: Bon Jovi ახალი სიმღერის Limitless კლიპს ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკული როკ ჯგუფი Bon Jovi ახალ კომპოზიციას Limitless და მასზე გადაღებულ კლიპს ავრცელებს. სინგლი მუსიკოსების მომავალ ალბომში Bon Jovi 2020 იქნება წარმოდგენილი, რომელიც 15 მაისს გამოიცემა. სტუდიური ჩანაწერი 10 სიმღერას გააერთიანებს.

► ნახეთ: Bon Jovi - Unbroken

Bon Jovi ნიუ ჯერსის შტატის ქალაქ სეირვილში 1983 წელს შეიქმნა. მომდევნო წელს მუსიკოსებმა ჯგუფისვე სახელწოდების მქონე სადებიუტო ალბომი გაავრცელეს. გრემის მფლობელ კოლექტივს ამ დრომდე 14 სტუდიური ნამუშევარი აქვს გამოცემული. აღსანიშნავია, რომ ბენდმა კარიერის განმავლობაში, მსოფლიო მასშტაბით, 100 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. 2018 წელს არტისტები როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული