Thumbnail

ნახეთ: Beyoncé-მ კობი ბრაიანტის ხსოვნის პატივსაცემად იმღერა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ბიონსემ ლოს ანჯელესში, ლეგენდარული კალათბურთელის კობი ბრაიანტისა და მისი შვილის, ჯიანას ხსოვნის პატივსაცემად გამართულ ღონისძიებაზე საკუთარი კომპოზიციები XO და Halo შეასრულა.

► Jay-Z-მ განმარტა, რატომ არ წამოდგნენ ის და ბიონსე Super Bowl-ზე ჰიმნის მოსმენისას

► Beyoncé: ცხოვრებამ მასწავლა, რომ ტკივილი და დანაკარგი სინამდვილეში საჩუქარია

"აქ იმიტომ ვარ, რომ კობი ძალიან მიყვარს. ეს კი მისი ერთ-ერთი საყვარელი სიმღერაა", - მიმართა ბიონსემ აუდიტორიას კომპოზიციის XO შესრულების დროს.

ბიონსე და კობი ბრაიანტი წლების განმავლობაში მეგობრობდნენ. კალათბურთელი ბიონსეს ყოფილი ჯგუფის, Destiny's Child-ის კომპოზიციის Bug a Boo კლიპშიც არის გადაღებული.

კობი ბრაიანტი 26 იანვარს ავიაკატასტროფაში დაიღუპა. ეპოქალური კალათბურთელი საკუთარ ვერტმფრენში შვილთან და კიდევ 7 პირთან ერთად იმყოფებოდა. ცხრავე ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა.

ბიონსე ნოულს-კარტერი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მუსიკოსია. 23 გრემის მფლობელ არტისტს 100 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. არაერთი ჰიტის ავტორს განსაკუთრებული პოპულარობა კომპოზიციებმა Single Ladies, Crazy In Love, Irreplaceable და Formation მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული