Thumbnail

ნახეთ: ჯიმი ფელონმა BTS-თან ინტერვიუ მეტროს ვაგონში ჩაწერა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული სამხრეთკორეული ბოიბენდი BTS ჯიმი ფელონის ღამის შოუს ესტუმრა. გადაცემის მუსიკალურ ნაწილში ბიჭებმა ახალგავრცელებული ალბომის Map of the Soul: 7 სინგლი ON შეასრულეს. პერფორმანსი ნიუ იორკის რკინიგზის სადგურის Grand Central Terminal შენობაში გადაიღეს. ეს ისტორიული შემთხვევაა, რადგან სპეციალურად ამ გამოსვლისთვის ტერმინალი რამდენიმე საათით დაიხურა. 

► მოუსმინეთ: BTS ახალ ალბომს Map of the Soul: 7 ავრცელებს

► ნახეთ: BTS კომპოზიციის ON კლიპს ავრცელებს

ჯიმი ფელონმა "ბითიესთან" ინტერვიუ სტუდიის ნაცვლად მეტროს ვაგონში ჩაწერა, სადაც არტისტებმა წამყვანისა და თაყვანისმცემლების შეკითხვებს უპასუხეს. ფელონი დაინტერესდა, მოულოდნელი იყო თუ არა მათთვის აშშ-ში მიღწეული წარმატება, რაზეც კოლექტივის წევრმა, არემმა უპასუხა:

"რა თქმა უნდა, მოულოდნელი იყო. ჩვენ აზიის პატარა ქვეყნიდან ვართ. ეს წარმატება იმას ადასტურებს, რომ უცხოსაც შეუძლია აქ მეინსტრიმში ყოფნა".

კოლექტივის წევრები ნიუ იორკში 1888 წელს გახსნილ რესტორან Katz's Delicatessen-საც ესტუმრნენ, სადაც ცნობილი ამერიკული მელოდრამის When Harry Met Sally... ერთ-ერთი სცენაა გადაღებული.

BTS სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. "ბითიესი" კეიპოპის ისტორიაში პირველი კოლექტივია, რომელმაც Billboard 200 და Billboard Artist 100 ჩარტებში პირველი პოზიციის დაკავება შეძლო. ამასთან, "ბითიესი" გრემის ისტორიაში პირველი სამხრეთკორეული პროექტი გახდა, რომელიც ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა. 2019 წელს ბოიბენდი ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული