Thumbnail

მოუსმინეთ: RZA მედიტაციურ ჩანაწერს Camp TAZO: Zen ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ეპოქალური ჰიპ ჰოპ გაერთიანების ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ნიუ იორკელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, რობერტ დიგსმა, ფსევდონიმით RZA, 6 კომპოზიციისგან შემდგარი მედიტაციური ჩანაწერი სახელწოდებით Camp TAZO: Zen გაავრცელა. სტუდიური ნამუშევარი რიზას და ჩაის მწარმოებელი კომპანიის TAZO ერთობლივი პროექტია. ტრეკების პროდიუსერი თავად მუსიკოსი გახლავთ.

► ნიუ იორკის ერთ-ერთ რაიონს Wu-Tang Clan უწოდეს 

► ნახეთ: Wu-Tang Clan-მა გადაცემაში Tiny Desk Concert კომპოზიციები ცოცხლად შეასრულა 

► მოუსმინეთ: Ghostface Killah & RZA - On That Sht Again  

30-წუთიან EP-ში რიზა საკუთარ თავს წარადგენს, შემდეგ კი მსმენელებს მოუწოდებს, მშვიდი ადგილი მოძებნონ და კომფორტულად დასხდნენ. ნამუშევარში არტისტი თაყვანისმცემლებს ემბიენთ მუსიკის ფონზე ესაუბრება.

რიზა ჰიპ-ჰოპში ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული პროდიუსერია. 1992 წელს ბრუკლინელმა შემსრულებელმა ეპოქალური გაერთიანება Wu-Tang Clan ჩამოაყალიბა. ჯგუფი უამრავი არტისტის შთაგონების წყაროდ იქცა და ახლაც გამორჩეული ავტორიტეტით სარგებლობს. კოლექტივმა დღემდე 8 სტუდიური ალბომი გამოსცა და 40 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა. მუსიკოსებს არაერთ კოლაბორაციულ პროექტზე უმუშავიათ.

ვუ-თენგში მოღვაწეობის პარალელურად, რიზა მდიდარი სოლო კარიერით გამოირჩევა. მისი დისკოგრაფია 4 ალბომს და 20-მდე სტუდიურ ჩანაწერს აერთიანებს. რობერტი აგრეთვე მსახიობი და რეჟისორია. მან ოცამდე ფილმში მიიღო მონაწილეობა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული