Thumbnail

Cardi B და ბრუნო მარსი BTS-ს მადლობას უხდიან

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა სამხრეთკორეულმა ბოიბენდმა BTS ჯეიმს კორდენის Carpool Karaoke-ში სტუმრობისას ცნობილი ამერიკელი მომღერლის, ბრუნო მარსის კომპოზიციის Finesse რემიქს ვერსია შეასრულა, რომელშიც ნიუ იორკელი ჰიპ ჰოპ არტისტი, Cardi B მონაწილეობს. კორდენის ღამის შოუს ტვიტერის გვერდზე გავრცელებულ ვიდეოს ჩანაწერის ავტორები გამოეხმაურნენ.

► ნახეთ: BTS ჯეიმს კორდენის Carpool Karaoke-ს ესტუმრა

ქარდიმ შესრულების ამსახველი ვიდეო გულის ემოჯის თანხლებით გააზიარა.

შემდეგ კი კოლექტივის წევრებს, ჯეი-ჰოუპსა და არემს, რომლებმაც კომპოზიციაში მისი პარტია გარეპეს, სახალისო ფოტო მიუძღვნა:

"უსახლკაროდ დავრჩი, რადგან ჰობიმ და ჯუნმა სამსახური წამართვეს".

ბრუნო მარსმა კი "ბითიესს" მადლობა გადაუხადა.

"მადლობა, მეგობრებო", - დაწერა მან სოციალურ ქსელში.

Finesse ბრუნო მარსის მესამე ალბომში 24K Magic შედის. ტრეკის რემიქს ვერსია ქარდი ბის მონაწილეობით 2018 წელს ვიდეორგოლთან ერთად გავრცელდა. არტისტების ნამუშევარმა კრიტიკოსთა დადებითი შეფასება დაიმსახურა და ბილბორდის ცხელ ასეულში მესამე პოზიცია დაიკავა. წარმატებული თანამშრომლობის შემდეგ, 2019 წელს მუსიკოსებმა კიდევ ერთი ტრეკი Please Me გაავრცელეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული