Thumbnail

ნახეთ: Nick Green - მიეცი ხელი შენ თავს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ახალგაზრდა რეპერი და პროდიუსერი, ნიკოლოზ ვერძეული, ფსევდონიმით Nick Green, მსმენელს ხანგრძლივი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. მუსიკოსმა ახალი კომპოზიცია "მიეცი ხელი შენ თავს" და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. ტრეკის ინსტრუმენტალისა და მიქსინგის ავტორი ტრადიციულად თავად არტისტი გახლავთ.

► მოუსმინეთ: Nick Green - 500 

► ნახეთ: Kay G - '96 Ft. Nick Green 

► ნახეთ: მასტერი - გასაღები Ft. Nick Green 

მუსიკოსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში პროდიუსერის რანგში დაიწყო. თუმცა, მოგვიანებით მან მსმენელს, ინსტრუმენტალებთან ერთად, საკუთარი რეჩიტატივებიც შესთავაზა. 2019 წელს არტისტმა სადებიუტო EP სახელწოდებით "500" გაავრცელა. ნიკ გრინი ყველაზე ხშირად მის კოლეგასთან, რას გრინთან თანამშრომლობს. მათი პოპულარული ტრეკებია "ტორუკ მაკტო", "ლამპიონი", XXXII და სხვა. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული