Thumbnail

მოუსმინეთ: Princess Nokia ახალ ალბომს Everything Is Beautiful აქვეყნებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

26 თებერვალს გავრცელებული ალბომის Everything Sucks შემდეგ, ახალგაზრდა ჰიპ ჰოპ არტისტმა, დესთინი ფრასქერიმ, ფსევდონიმით Princess Nokia, გაყიდვაში კიდევ ერთი სტუდიური ნამუშევარი Everything Is Beautiful ჩაუშვა. ნიუ იორკელი მუსიკოსის ჩანაწერი 12 კომპოზიციას მოიცავს.

► მოუსმინეთ: Princess Nokia ახალ ალბომს Everything Sucks ავრცელებს  

► ნახეთ: Princess Nokia - Sugar Honey Iced Tea (S.H.I.T.) 

► ნახეთ: Princess Nokia არიანა გრანდეს კომპოზიციის მოპარვაში ადანაშაულებს

ფრასქერიმ მუსიკალური კარიერა 2010 წელს დაიწყო. ის კომპოზიციებს თავდაპირველად პლატფორმა Soundcloud-ზე ფსევდონიმით Wavy Spice ავრცელებდა. 2014 წელს ნიუ იორკელმა სადებიუტო ალბომი Metallic Butterfly გამოაქვეყნა. 3 წლის შემდეგ კი ალბომი 1992 Deluxe გამოსცა, რომელმაც მსმენელის მოწონება დაიმსახურა. 2020 წლის 26 თებერვალს არტისტმა გაყიდვაში ერთდროულად ორი ალბომი Everything Sucks და Everything Is Beautiful ჩაუშვა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული