Thumbnail

ამერიკელმა მუსიკოსმა, მარგარეტ გლესპიმ ახალი სიმღერა Stay with Me გაავრცელა. კომპოზიცია მის მომავალ ალბომში Devotion შევა, რომელიც 27 მარტს გამოიცემა.

► ნახეთ: Margaret Glaspy - Killing What Keeps Us Alive

მარგარეტმა მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო. თავდაპირველად ის ჯგუფის The Fundies წევრი იყო. სადებიუტო სოლო ალბომი კი მან 2016 წელს გამოსცა. მუსიკოსის შემოქმედება ინდი ფოლკსა და ფოლკ პოპს აერთიანებს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული