Thumbnail

ნახეთ: ეს ფრინველები და ცხოველები თითქოს ალბომის ყდისთვის პოზირებენ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

გამოცემა Bored Panda-მ სახალისო ფოტოებს მოუყარა თავი, რომლებზეც ცხოველები და ფრინველები ისე გამოიყურებიან, თითქოს ალბომის გარეკანისთვის პოზირებენ. ვებგვერდი სურათებზე მიუთითებს, თუ რომელი მუსიკალური ჟანრის სტუდიური ჩანაწერისთვის გამოდგებოდა თითოეული მათგანი.

► ფოტოგალერეა: ცნობილი მუსიკოსები რომ ციყვები ყოფილიყვნენ

ფოტოგალერეა

ეს მტრედები ისე გამოიყურებიან, თითქოს 90-იანი წლების რეპ ალბომის გამოსაშვებად ემზადებოდნენ.

ფოტოგალერეა

ექვსი პინგვინისგან შემდგარი ელექტრონული როკ ბენდის სტუდიურ ჩანაწერს შეიძენდით?

ფოტოგალერეა

ნორვეგიული ბლექ მეტალის მიმდევარი ჰასკის ლეკვების სადებიუტო ჩანაწერზე რას იტყვით?

ფოტოგალერეა

ეს ძროხები ისე გამოიყურებიან, წესით, მათგან ინდი როკ ალბომს უნდა ველოდოთ.

ფოტოგალერეა

ცხოველთა ამ შემადგენლობას კი ისეთი გამომეტყველება აქვს, თითქოს დიდი ხნის წინ მოიპოვეს მუსიკის ლეგენდების სტატუსი.

ფოტოგალერეა

ძაღლებისა და კატებისგან შემდგარი ჰიპ ჰოპ გაერთიანება სადებიუტო ალბომის გამოსაშვებად ემზადება.

ფოტოგალერეა

ისლანდიური ცხენების დუეტს 80-იანი წლების პოპ ალბომისთვის მართლაც იდეალური გარეკანი ექნებოდა.

ფოტოგალერეა

კატების გრანჟ ბენდი მუსიკალურ ინდუსტრიაში ხმამაღალი განაცხადისთვის ემზადება.

ფოტოგალერეა

ემო ბაჭია კი სადებიუტო ალბომის გარეკანისთვის პოზირებს.

ფოტოგალერეა

ეს ცხოველები ჯგუფ Fall Out Boy-ს შთაგონებით შექმნილი ელექტრონული ალბომის გამოსაშვებად ემზადებიან.

ფოტოგალერეა

ეს ციყვები კი მალე ჰარდ როკ ალბომს შემოგვთავაზებენ.

ფოტოგალერეა

ამ ძაღლის ალბომისგან, ალბათ, მელანქოლიურ ჟღერადობასა და გულახდილ ტექსტებს უნდა ველოდოთ.

ფოტოგალერეა

ფინური მეტალ დუეტის ახალი ალბომის გარეკანიც ბევრს გვპირდება.

ფოტოგალერეა

ეს რეტრივერი სოლო კარიერის აწყობას ამ სადებიუტო ალბომით შეეცდება.

ფოტოგალერეა

გაიცანით ქანთრი როკ სცენის წარმომადგენელი ლამების ჯგუფი.

ფოტოგალერეა

ეს მაიმუნები ამერიკული ვოკალ ჯგუფის, The Tokens-ის კომპოზიციის The Lion Sleeps Tonight ქავერ ვერსიას ასრულებენ.

ფოტოგალერეა

ამ ალბომის გარეკანით კატები ზაფხულის ცხელ ჰიტებს გვპირდებიან.

ფოტოგალერეა

ეს ლამანტინები კი სტუდიური ჩანაწერისთვის Nevermind გარეკანის ფოტოს იღებენ.

ფოტოგალერეა

ამ ლომებმა საუკეთესო სასიყვარულო კომპოზიციებს ერთ სტუდიურ ნამუშევარში მოუყარეს თავი.

ფოტოგალერეა

როკერი მამლები ამ ყდით ხაზს უსვამენ, რომ მათ ახალ ალბომს აგრესიული ჟღერადობა ექნება.

ფოტოგალერეა

ჯგუფი One Direction. 

ფოტოგალერეა

ბენდი ტყუპი გიტარისტებით.

ფოტოგალერეა

ბუების პოპ ტრიო დებიუტისთვის ემზადება.

ფოტოგალერეა

მოუსმინეთ სურიკატების ოჯახურ ალბომს.

ფოტოგალერეა

ექვსი სურიკატისგან შემდგარი კოლექტივი კი ექსპერიმენტულ ნამუშევარს შემოგვთავაზებს. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული