Thumbnail

ნახეთ: ჯასტინ ტიმბერლეიკი და SZA კლიპს The Other Side ავრცელებენ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელი მუსიკოსები, ჯასტინ ტიმბერლეიკი და სოლანა როუ, ფსევდონიმით SZA, ერთობლივ კომპოზიციას The Other Side და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებენ. სიმღერა ანიმაციური ფილმისთვის Trolls World Tour დაიწერა, რომლის ერთ-ერთ პერსონაჟსაც ჯასტინი ახმოვანებს. ის აგრეთვე ამავე სახელწოდების საუნდტრეკების ალბომის პროდიუსერია, რომლის გამოშვებაც 13 მარტს იგეგმება.

► ჯასტინ ტიმბერლეიკი ფილმში Palmer ყოფილ ფეხბურთელს განასახიერებს

► მომღერალი SZA ჟურნალ Rolling Stone-ის გარეკანზე დაბეჭდილმა ფოტომ გააღიზიანა

20 კომპოზიციისგან შემდგარ ნამუშევარში ტიმბერლეიკის მონაწილეობით ჩაწერილი კიდევ შვიდი სიმღერა იქნება წარმოდგენილი. მასში ასევე შევა კელი კლარკსონის, მერი ჯეი ბლაიჯის, სამხრეთკორეული ჯგუფის Red Velvet და სხვების ჩანაწერები.

10 გრემის მფლობელმა მუსიკოსმა და მსახიობმა ჯასტინ ტიმბერლეიკმა პოპულარობა ბოიბენდში NSYNC მოღვაწეობით მოიპოვა. არაერთი ჰიტის ავტორს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Cry Me a River, What Goes Around...Comes Around და LoveStoned მოუტანა. 2007-13 წლებში გამოცემამ Time შემსრულებელი მსოფლიოში 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული