Thumbnail

Deep Purple ახალ ალბომს Whoosh! 12 ივნისს გამოსცემს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარულმა ბრიტანულმა ჯგუფმა Deep Purple ახალი, რიგით 21-ე ალბომი Whoosh! დააანონსა. ჩანაწერს ლეიბლი earMUSIC 12 ივნისს გამოსცემს. ნამუშევრის პროდიუსერი ბობ ეზრინი გახლავთ, რომელთანაც ბენდს წარსულშიც უთანამშრომლია. ალბომში სულ 13 სიმღერა იქნება წარმოდგენილი.

ჰარდ როკისა და ჰევი მეტალის პიონერი ჯგუფი Deep Purple ჰერტფორდში 1968 წელს ჩამოყალიბდა. კარიერის განმავლობაში ბენდმა 100 მილიონზე მეტი ალბომის გაყიდვა მოახერხა. 2013 წელს კოლექტივმა Tbilisi Open Air-ის ფარგლებში კონცერტი საქართველოშიც გამართა. 2016 წელს არტისტები როკ-ენ-როლის დიდების დარბაზშიც შეიყვანეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული