Thumbnail

ექსპერიმენტული ჰიპ ჰოპ დუეტი Shabazz Palaces ახალ კომპოზიციას Fast Learner ავრცელებს. სინგლი გაერთიანების მომავალ ალბომში The Don of Diamond Dreams შევა, რომელიც 17 აპრილს გამოიცემა. ჩანაწერში მუსიკოსი Purple Tape Nate მონაწილეობს.

Shabazz Palaces ქალაქ სიეტლში 2009 წელს შეიქმნა. ორ წელიწადში მუსიკოსებმა სადებიუტო ალბომი Black Up გაავრცელეს. გაერთიანებას ამ დრომდე 4 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული. არტისტების შემოქმედება ექსპერიმენტულ და ალტერნატიულ ჰიპ ჰოპს აერთიანებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული