Thumbnail

ნახეთ: მერაია ქერის შვილმა მაღალი ნოტების აღების ჩელენჯი წამოიწყო

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, მერაია ქერიმ ტვიტერზე ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ იღებს მისი 8 წლის შვილი, მონრო მაღალ ნოტებს. კადრში თავად მერაიაც ჩნდება, რომელიც გოგონას ნამღერ მელოდიას აგრძელებს. "დედა!' - მიმართავს სიმღერის შეწყვეტით განაწყენებული გოგონა მას, რაზეც არტისტი ხუმრობით პასუხობს: "რა მოხდა? შენ თვითონ არ თქვი, მაღალი ნოტები ავიღოთო?".

"როცა შენს შვილს მაღალი ნოტების ჩელენჯის წამოწყება სურს", - წერს არტისტი პოსტზე.

გამოწვევა მუსიკოსის არაერთმა თაყვანისმცემელმა მიიღო და მათ ჰეშთეგით #highnotechallenge ვიდეოების გავრცელება დაიწყეს.

"მეც შემიძლია, ვიყო შენი შვილი", - წერს ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი.

ზოგ მათგანს მაღალი ნოტების გამეორება განსაკუთრებით კარგად გამოსდის.

"პატარაობაში ჩემს შვილსაც შეეძლო ასე გაკეთება", - წერენ სოციალურ ქსელში.

მომღერლის გოგონამ მუსიკალური მონაცემები 2019 წელსაც გამოავლინა, როცა ტყუპისცალ ძმასთან, მოროკანთან ერთად მერაიას კომპოზიციაში In The Mix მიიღო მონაწილეობა. 

ქერიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 1986 წელს დაიწყო. მან წარმატება სადებიუტო ალბომის გამოსვლისთანავე მოიპოვა. კარიერის განმავლობაში მუსიკოსმა 200 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. არტისტს გრემის ჯილდო ხუთჯერ აქვს მიღებული. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული