Thumbnail

ნახეთ: Diplo-ს კონცერტი ბრაზილიაში სროლის გამო ჩაიშალა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკელი დიჯეი და პროდიუსერი Diplo კარნავალის ფარგლებში სან პაულუს ქუჩებში დაგეგმილი ღონისძიებების ერთ-ერთი მონაწილე უნდა ყოფილიყო. იმ დროს, როდესაც დიპლო თაყვანისმცემლებთან სურათებსა და ვიდეოებს იღებდა, მოულოდნელად სროლის ხმა გაისმა. მუსიკოსს დაცვის წევრები გადაეფარნენ, დამსწრეებმა კი ცეკვა შეწყვიტეს.

როგორც თვითმხილველები იხსენებენ, თავდამსხმელმა კარნავალის ერთ-ერთი სტუმრისთვის ყელსაბამის ჩამოგლეჯა სცადა, ამ უკანასკნელმა კი ის მუცელში დაჭრა. ტყვია შემთხვევით მოხვდა კიდევ ერთ ადამიანს ფეხის არეში.

"მომხდარიდან 15 წუთში ჩვენ მზად ვიყავით, კონცერტი გაგვემართა, მაგრამ მოულოდნელად ჭექა-ქუხილი და კოკისპირული წვიმა დაიწყო, თითქოს ბრაზილიამ იტირა. მომავალ წელს გნახავ, სან პაულუ", - დაწერა დიპლომ ინსტაგრამზე.

თომას ვესლიმ, სასცენო სახელით Diplo, მოღვაწეობა 1997 წელს დაიწყო. ის პოპულარული ამერიკული პროექტის Major Lazer ერთ-ერთი დამაარსებელია. 2013 წელს მუსიკოსმა სქრილექსთან ერთად EDM დუეტი Jack Ü ჩამოაყალიბა. 2016 წელს მათმა ერთობლივმა ალბომმა Skrillex and Diplo Present Jack Ü გრემის ჯილდო საუკეთესო ელექტრონული ალბომის კატეგორიაში მოიპოვა. შარშან დიჯეი სუპერჯგუფ LSD-ს შეუერთდა, რომლის წევრები ინგლისელი არტისტი Labrinth და ავსტრალიელი Sia არიან.

კომენტარები

ბოლოს დამატებული