Thumbnail

ნახეთ: ცნობილი მუსიკოსები პარიზის მოდის კვირეულზე

24 თებერვალს პარიზის მოდის კვირეული გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში გამართულ ჩვენებებს ცნობილი ადამიანები ტრადიციულად მთელი მსოფლიოდან სტუმრობენ, მათ შორის არიან მუსიკალური ინდუსტრიის წარმომადგენლებიც. მოდის სფეროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კვირეული 3 მარტამდე გასტანს. 

► ნახეთ: ცნობილი მუსიკოსები მილანის მოდის კვირეულზე

Ellie Goulding

ბრიტანელი მომღერალი, ელი გოლდინგი ცნობილი ბრენდის Chloe ჩვენებაზე.

Teyana Taylor

მოდის კვირეულის ფარგლებში გამართულ ბრენდ Lanvin-ის ჩვენებაზე მივიდა ამერიკელი არენბი შემსრულებელი ტიანა ტეილორი.

Tyga

Lanvin-ის ახალი კოლექცია იხილა ამერიკელმა რეპერმა, თაიგამაც.

Zoë & Lenny Kravitz

მამა-შვილი კრავიცები Saint Laurent-ის ჩვენებას დაესწრნენ.

Janelle Monáe

ჯანელ მონე მოდის კვირეულების ხშირი სტუმარია. ამ ფოტოზე ის ქალთა ჟურნალის Harper's Bazaar გამოფენაზე იმყოფება.

Janelle Monáe

აქ კი ფრანგი დიზაინერის, ქრისტიან ლუბუტინის ფეხსაცმლის ახალი კოლექციის სანახავადაა მისული.

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული