Thumbnail

გთავაზობთ 2020 წლის თებერვალში გამოშვებულ, აუცილებლად მოსასმენ 10 კომპოზიციას:

ნახეთ სრული ფლეილისტი

10. MokuMoku - SoulFood Society

ქართულმა ჯგუფმა MokuMoku ახალი კომპოზიცია SoulFood Society გაავრცელა. სინგლი მუსიკოსების ამავე სახელწოდების ალბომში შედის, რომელიც 24 თებერვალს გამოიცა.

9. Royce Da 5'9 ft. Ashley Sorrell & Benny the Butcher - Upside Down

დეტროიტელმა რეპერმა Royce Da 5'9" ახალი კომპოზიცია Upside Down გაავრცელა. სინგლი მუსიკოსის ბოლო ალბომში The Allegory შედის, რომელიც 21 თებერვალს გამოვიდა. ჩანაწერში Ashley Sorrell და Benny the Butcher მონაწილეობენ.

8. Against All Logic - With an Addict

წარმოშობით ჩილელმა მუსიკოსმა, ნიკოლას ჯაარმა პროექტ Against All Logic-ის ფარგლებში ახალი კომპოზიცია With an Addict გაავრცელა. ტრეკი არტისტის ბოლო ალბომში 2017-2019 შედის, რომელიც 7 თებერვალს გამოიცა.

7. Gorillaz - Désolé ft. Fatoumata Diawara

ბრიტანულმა პროექტმა Gorillaz ახალი კომპოზიცია Désolé და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი გაავრცელა. ჩანაწერში მალელი მუსიკოსი, ფატუმატა დიავარა მონაწილეობს. 

6. Billie Eilish - No Time to Die

პოპულარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა, ბილი აილიშმა ახალი სიმღერა No Time To Die გაავრცელა. კომპოზიცია ჯეიმს ბონდის შესახებ გადაღებული მორიგი ფილმის საუნდტრეკი იქნება, რომელიც ეკრანებზე 10 აპრილიდან გამოვა.

5. King Krule - Alone, Omen 3

ბრიტანელმა მუსიკოსმა King Krule ახალი კომპოზიცია Alone, Omen 3 და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი გაავრცელა. სინგლი არტისტის რიგით მესამე ალბომში Man Alive! შედის, რომელიც გაყიდვაში 21 თებერვალს ჩაეშვა.

4. Sharon Van Etten - Beaten Down

ამერიკელმა მუსიკოსმა, შერონ ვან ეტენმა ახალი კომპოზიცია Beaten Down და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი გაავრცელა. ეს პირველი სინგლია, რომელიც არტისტმა რიგით მეხუთე ალბომის Remind Me Tomorrow გამოცემის შემდეგ ჩაწერა.

3. The Strokes - At the Door

ამერიკულმა ჯგუფმა The Strokes ახალი კომპოზიცია At The Door გაავრცელა. სიმღერა ბენდის მომავალი ალბომის The New Abnormal პირველი სინგლია. კოლექტივის რიგით მეექვსე სტუდიური ჩანაწერის გამოცემა 10 აპრილს იგეგმება.

2. Yves Tumor - Gospel for a New Cetury

ამერიკელმა მუსიკოსმა, ივ ტუმორმა ახალი კომპოზიცია Gospel For A New Century და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი გაავრცელა. სინგლი არტისტის მომავალ ალბომში Heaven to a Tortured Mind იქნება წარმოდგენილი, რომელიც 3 აპრილს გამოიცემა.

1. The Weeknd - After Hours

კანადელმა მუსიკოსმა The Weeknd ახალი კომპოზიცია After Hours გაავრცელა. სინგლი ამავე სახელწოდების მქონე ალბომში იქნება წარმოდგენილი, რომელიც 20 მარტს გამოიცემა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული