Thumbnail

ნახეთ: ემინემის ჩელენჯში 16 წლის ზუგდიდელი გოგონა მონაწილეობს

ლეგენდარული ჰიპ ჰოპ არტისტის, ემინემის სწრაფად რეპვის ჩელენჯს საქართველოც შეუერთდა. 16 წლის ზუგდიდელმა გოგონამ, ნინი ჩილაჩავამ, რეპერის სხვა თაყვანისმცემლების მსგავსად, კომპოზიციის Godzilla მესამე ვერსი შეასრულა.

► ნახეთ: ემინემის თაყვანისმცემლები მასავით სწრაფად რეპავენ 

► ნახეთ: Bizzy Bone ემინემის სწრაფად რეპვის ჩელენჯში მონაწილეობს

"ყველამ დათაგეთ ემინემი და დამეხმარეთ, გავიმარჯვო ამ ჩელენჯში", - წერს ნინი ინსტაგრამზე.

ემინემმა მსმენელებს 25 თებერვალს მოუწოდა, მისი ყველაზე სწრაფი ვერსი გაერეპათ. გამოწვევაში მუსიკოსის თაყვანისმცემლები მთელი მსოფლიოდან ჩაერთვნენ.

► ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ Eminem-ს?

გამოცემა Genius-ის ცნობით, ამ ვერსში ემინემი წამში 7,46 სიტყვასა და 10,93 მარცვალს ამბობს. Godzilla ემინემის რიგით მე-11 სტუდიურ ალბომში Music to Be Murdered By არის წარმოდგენილი, რომელიც მიმდინარე წლის იანვარში გამოიცა.

► ემინემმა რეჩიტატივის სწრაფად კითხვაში საკუთარი რეკორდი მოხსნა

კომენტარები

ბოლოს დამატებული