Thumbnail

სიმღერა, რომლითაც საქართველო 2020 წლის ევროვიზიაზე წარდგება

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

2020 წლის ევროვიზიის კონკურსზე საქართველოს თორნიკე ყიფიანი წარადგენს. 32 წლის მუსიკოსი კომპოზიციას Take Me As I Am იმღერებს. ნამუშევრის ინსტრუმენტალისა და ტექსტის ავტორი თორნიკე თავად გახლავთ, არანჟირება კი მასა და ალეკო ბერძენიშვილს ეკუთვნით. ეს უკანასკნელი მარიკო ლეჟავასა და მარიამ შენგელიასთან ერთად სიმღერაში ბექვოკალსაც ასრულებს.

2020 წლის ევროვიზიის რიგით 65-ე კონკურსი ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში გაიმართება. ნახევარფინალები 12 და 14 მაისს ჩატარდება, ფინალი კი 16 მაისს. გამარჯვებისთვის სულ 41 ქვეყანა იბრძოლებს.

თორნიკე ყიფიანმა მუსიკალური მოღვაწეობა 2000-იან წლებში დაიწყო. 19 წლის ასაკში მან ჯგუფი "წრიული კუთხე" ჩამოაყალიბა. 2016 წელს თორნიკემ სატელევიზიო კონკურსი "X-ფაქტორი" მოიგო, 2020-ში კი "საქართველოს ვარსკვლავი".

კომენტარები

ბოლოს დამატებული