Thumbnail

ნახეთ: Denzel Curry კომპოზიციას Diet_ ასრულებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ფლორიდელი ჰიპ ჰოპ არტისტი, დენზელ კარი მედიაპლატფორმას Colors ესტუმრა. ახალგაზრდა რეპერმა გადაცემაში A Colors Show კომპოზიცია Diet_ შეასრულა. ტრეკი დენზელისა და ნიუ იორკელი პროდიუსერის, კენეთ ჩარს ბლუმის, ფსევდონიმით Kenny Beats, ერთობლივ ნამუშევარში UNLOCKED არის წარმოდგენილი.

► მოუსმინეთ: Denzel Curry და Kenny Beats რვატრეკიან ჩანაწერს UNLOCKED ავრცელებენ 

► ნახეთ: Kenny Beats & Denzel Curry - The Cave

ფლორიდელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა მუსიკალური კარიერა 2010 წელს დაიწყო. რეპერი ფართო საზოგადოებამ 2015 წლის ოქროს სტატუსის მქონე კომპოზიციით Ultimate გაიცნო. დენზელის გამორჩეული სტუდიური ნამუშევარი 2018 წლის TA13OO გახლავთ, რომელმაც კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული