Thumbnail

დენიელ რედკლიფმა გაამხილა, რომელი მუსიკოსის როლის შესრულებაზე ოცნებობს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ცნობილი ბრიტანელი მსახიობი, დენიელ რედკლიფი ტელეკომპანია Fox News-ს ესტუმრა. წამყვანის კითხვაზე, რომელი მუსიკოსის განსახიერებას ისურვებდა ბიოგრაფიულ ფილმში, დენიელმა უპასუხა, რომ ის ლეგენდარული არტისტის, დევიდ ბოუის როლის შესრულებაზე ოცნებობს.

► მოუსმინეთ: System of a Down-ის წევრებმა დევიდ ბოუის Starman დააქავერეს

"თუ მეკითხებით, რომელი მუსიკოსის როლის შესრულებაა ჩემთვის საოცნებო, ვისი განსახიერება გამახარებდა და რომელი სიმღერების შესრულება იქნებოდა ჩემთვის სასიამოვნო, მაშინ, გიპასუხებთ, რომ დევიდ ბოუის. თუმცა, ვერ გეტყვით, რომ მის როლზე გამოვდგებოდი. არიან მსახიობები, რომელთაც ეს ჩემზე უკეთ გამოუვიდოდათ. ისე კი, სულაც არ ვთვლი, რომ ყველას ცხოვრების შესახებ უნდა გადაიღონ ფილმები", - აღნიშნა მან.

30 წლის მსახიობის თქმით, თავი უფრო რომელიმე პანკ მუსიკოსის როლში წარმოუდგენია. 

"თუ ჩემი საყვარელი მუსიკოსის განსახიერება მომიხდებოდა, ეს ჩემთვის ორმაგი სტრესი იქნებოდა, რადგან არ მინდა, ასეთი ფილმი გავაფუჭო. თავი უფრო პანკ მუსიკოსის როლში წარმომიდგენია, სადაც ნაკლებად საჭიროა განსაკუთრებული ვოკალური მონაცემები", - ამბობს მსახიობი. 

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს დევიდ ბოუის შესახებ გადაღებული ფილმის Stardust პრემიერა იგეგმება, რომელზეც რეჟისორი გებრიელ რეინჯი მუშაობს, მთავარ როლს კი ჯგუფ Johnny Flynn & The Sussex Wit-ის ფრონტმენი, ჯონი ფლინი ასრულებს.

► ჯონი ფლინი დევიდ ბოუის როლში - პირველი ფოტო Stardust-ის გადასაღები მოედნიდან

დენიელ რედკლიფმა სახელი ფილმების სერია "ჰარი პოტერში" მონაწილეობით გაითქვა. ის მთავარ როლზე 11 წლის ასაკში დაამტკიცეს. კინოსურათების გამოსვლის პერიოდში ის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობად იქცა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული