Thumbnail

არიანა გრანდეს სახლის ეზოში მამაკაცი დააკავეს, რომელსაც სასიყვარულო წერილი აღმოაჩნდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლოს ანჯელესში 20 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელმაც ამერიკელი პოპვარსკვლავის, არიანა გრანდეს სახლის ეზოში შეაღწია და კარზე დააკაკუნა. როგორც გამოცემა TMZ წყაროზე დაყრდნობით წერს, აბეზარ თაყვანისმცემელს დიასახლისი გაესაუბრა და განუმარტა, რომ არტისტი სახლში არ იყო. მალევე ადგილზე პოლიცია მივიდა, რომელმაც უცნობი პირი დააკავა.

► ნახეთ: არიანა გრანდემ ჯიმ ქერისთან ერთად Stick Together იმღერა

სამართალდამცველებმა დაკავებულის ჩხრეკისას სასიყვარულო წერილი ამოიღეს, რომელზეც არიანას სახლამდე მისასვლელი მითითებებიც იყო ჩამოწერილი. ამ ეტაპზე უცნობია, როგორ მოახერხა ბრალდებულმა გრანდეს სახლის ეზოში უსაფრთხოების ზომებისთვის გვერდის ავლა. როგორც TMZ იუწყება, მამაკაცს, სხვის საკუთრებაში უკანონო შეღწევასთან ერთად, პოლიციის შეურაცხყოფა ედება ბრალად, რადგან, დაკავებისას მან ერთ-ერთ ოფიცერს შეაფურთხა.

არიანა გრანდემ შემოქმედებითი კარიერა 2008 წელს დაიწყო. 2016-ში ჟურნალმა Time მუსიკოსი 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Side To Side, Problem და Focus მოუტანა. 2019 წელს შემსრულებელმა საუკეთესო ვოკალური პოპ ალბომის კატეგორიაში გრემის ჯილდოც მოიპოვა.  

კომენტარები

ბოლოს დამატებული