Thumbnail

ბრაიან მეი კორონავირუსთან დაკავშირებით ბრიტანეთის ხელისუფლებას აკრიტიკებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, Queen-ის წევრი, ბრაიან მეი ინსტაგრამის საშუალებით კორონავირუსის პანდემიას გამოეხმაურა. 72 წლის მუსიკოსმა Covid19-ის გავრცელებასთან ბრძოლაში გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლების ნაბიჯები გააკრიტიკა და თაყვანისმცემლებს სოციალური აქტივობების მაქსიმალური შემცირებისკენ მოუწოდა. 

► ბრაიან მეი: ახალ წელს დეპრესიით, უიმედობითა და შიშით შევხვდი

► ბრაიან მეი: მივესალმებით ახალგაზრდებზე კეიპოპის გავლენას

► Queen-მა ავსტრალიაში საქველმოქმედო შოუზე Live Aid-ის საკონცერტო პროგრამა დაუკრა

"ეს შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანი განცხადება იყოს, რაც სოციალურ ქსელებში გამიკეთებია. ბევრი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება - ზოგი ამბობს, კორონავირუსი საფრთხეს არ წარმოადგენსო, იმასაც კი ამტკიცებენ, საერთოდ არ არსებობსო. ჩვენმა ხელისუფლებამ რეაგირება დააგვიანა და კატასტროფული რჩევების გათვალისწინებით იმოქმედა, რასაც საბოლოო ჯამში ათასობით ადამიანი შეეწირება. ახლა უკვე რთულია ბრიტანეთში კორანავირუსის გავრცელების შეჩერება, თუმცა, ჯერ კიდევ შეგვიძლია ჩვენი საყვარელი ადამიანების გადარჩენა ისე მოქცევით, როგორც ჯერ კიდევ 3 კვირის წინ უნდა მოვქცეულიყავით.

ამისთვის თვითიზოლაციაა საჭირო - მინიმუმამდე დაიყვანეთ საზოგადოებასთან კონტაქტი. რაც უფრო მეტ ადამიანს შეხვდებით, მით უფრო მოიმატებს საფრთხე იმისა, რომ ვირუსს საკუთარ ოჯახებში შევიტანთ. სოციალური აქტივობის შეზღუდვით კი თქვენი თავისა და ოჯახების დაცვის შანსი იზრდება. ასე შევამცირებთ ზიანს, რომლის მოყენებაც ამ ვერაგ ვირუსს შეუძლია", - აცხადებს არტისტი.

ბრაიან მეი თაყვანისმცემლებს ონლაინ გამოცემა Medium-ის სტატიის Coronavirus: Why You Must Act Now წაკითხვას სთხოვს. მისი თქმით, კარგი იქნება, თუ იქ დაწერილ რჩევებს ქვეყნის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონიც გაეცნობა.

"ვლოცულობ, რომ ეს ბორისმაც წაიკითხოს", - წერს ის. 

View this post on Instagram

I feel this might be THE MOST IMPORTANT THING I EVER POSTED. There is so much false information out there - people saying the CoronaVirus is not a threat - even that it doesn’t exist. And our own Government has failed to act promptly, acting on catastrophically bad advice, which will eventually be the cause of thousands of deaths. It’s too late to contain the CoronaVirus in Britain - but we CAN still save some of the lives of our dear ones by doing NOW what we should have done 3 weeks ago. ISOLATE - minimise our social contacts. Minimise them, if possible, to almost zero. The more interactions you have, the more chance you have of bringing the virus in to threaten your family. The less people you meet up with, the better the chance of saving yourself and your family, and the greater chance we will have to limit the damage this awful plague will do. PLEASE READ the article these screen shots come from. It will take you 30 minutes or so to absorb it - but at the end you will truly understand why we must take extreme measures NOW. Do not confuse this with panicking. It is simply taking the measures we need to adopt to protect ourselves from a Hellish future. THE LINK IS IN MY BIO. Do it, please - and forward it to all your friends and family. This could save countless lives. My God - I am praying that Boris will read it - and throw his advisors out the door. Extreme Action is needed - delaying is shite. And please, politicians, stop talking about the economy, just for a moment. A million lives are at stake. Bri

A post shared by Brian Harold May (@brianmayforreal) on

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 1,950 შემთხვევაა აღრიცხული, მათ შორის 71 ადამიანი გარდაიცვალა. Covid19 დაუდგინდა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრს, ნადინ დორისსაც.

კომენტარები

ბოლოს დამატებული