Thumbnail

კეტი პერიმ პლაგიარიზმთან დაკავშირებული სასამართლო დავა მოიგო

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

აშშ-ის საოლქო სასამართლომ ამერიკელი პოპვარსკვლავის, კეტი პერის მიმართ ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი შეცვალა და და 35 წლის არტისტი პლაგიარიზმის საქმეზე გაამართლა. კეტის ქრისტიანული ჰიპ ჰოპის წარმომადგენელი, მარკუს გრეისი, იგივე Flame ედავებოდა, რომლის მტკიცებითაც, მომღერლის ჰიტში Dark Horse მისი 2009 წლის ტრეკიდან Joyful Noise მოპარული მელოდია იყო გამოყენებული. ფლეიმი კომპენსაციის სახით 2,8 მილიონ აშშ დოლარს მოითხოვდა.

► ნახეთ: კეტი პერიმ ახალ კლიპში Never Worn White ორსულობა გაამხილა

"სადაო მელოდია არ წარმოადგენდა ნოტების ისეთ უნიკალურ და იშვიათ კომბინაციას, რომ მასზე საავტორო უფლებები გავრცელებულიყო", - ნათქვამია მოსამართლე კრისტინა სნაიდერის გადაწყეტილებაში.

Dark Horse, რომელიც კეტი პერის რიგით მეოთხე ალბომში Prism შედის, 2014 წლის ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად სიმღერად დასახელდა.

კეტრინ ელიზაბეტ ჰადსონს, სასცენო სახელით Katy Perry, დღემდე 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. არტისტს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Roar და Dark Horse მოუტანა, რომლებზეც გადაღებულმა ვიდეოკლიპებმა იუთუბზე ორ მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვეს. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული