Thumbnail

Cardi B: ძვირადღირებული ტანსაცმლის ჩაცმა მინდა და გარეთ ვერ გავდივარ

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

გრემის მფლობელი ჰიპ ჰოპ არტისტი, Cardi B ინსტაგრამზე პირდაპირი ჩართვისას კორონავირუსის პანდემიას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. მუსიკოსმა პენტაგონისგან მოითხოვა პასუხები კითხვებზე, როდის დასრულდება ვირუსის გავრცელება ქვეყანაში და როდის მოიხსნება თვითიზოლაციის საჭიროება.

► ნახეთ: Cardi B-ს ფრაზამ კორონავირუსთან დაკავშირებით პოპულარობა დაიმსახურა

► Cardi B: კორონავირუსის გამო ანტარქტიდაზე მინდა ცხოვრება

► Cardi B: კორონავირუსმა პანიკაში ჩამაგდო

"მინდა ვიცოდე, რა ჯანდაბა ხდება. თუ მუშაობთ პენტაგონში, გაგვაგებინეთ. არ ვიცი, რამის თქმა შეგიძლიათ, თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ ნელ-ნელა ჭკუას ვკარგავ. მინდა, რომ გავერთო, ჩავიცვა ჩემი ძვირადღირებული ტანსაცმელები და გავიკეთო სამკაულები. გარეთ გავიდე, თუმცა, ეს არ შემიძლია", - ამბობს მუსიკოსი.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის აშშ-ში კორონავირუსით 9 400-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, მათ შორის 155 გარდაიცვალა.

ქარდიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო, თუმცა, ფართო საზოგადოებამ არტისტი 2017 წელს, კომპოზიციის Bodak Yellow გამოსვლის შემდეგ გაიცნო. სიმღერა ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში პირველობას ერთი თვის განმავლობაში არ თმობდა. 19 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალი რეპერის სოლო ჩანაწერი ჰიტ აღლუმის სათავეში მოექცა. ქარდი ბიმდე მსგავსი წარმატების მიღწევა ლორინ ჰილმა შეძლო, 1998 წელს გამოსული ტრეკით Doo Wop (That Thing). 2018 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Invasion Of Privacy გამოუშვა, რომელიც დღეს ორმაგი პლატინის მფლობელია. სტუდიურმა ნამუშევარმა გრემის 2019 წლის დაჯილდოებაზე "წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის" ნომინაციაში გაიმარჯვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული