Thumbnail

ნახეთ: ესპანელ პიანისტს აივანზე დაკვრისას საქსოფონისტი მეზობელი შეუერთდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ესპანეთი ერთ-ერთია იმ ევროპული სახელმწიფოებიდან, რომლებშიც კორონავირუსი ფართოდაა გავრცელებული. ამ ფონზე თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეები მუსიკით ცდილობენ ერთმანეთის გამხნევებას. ინტერნეტში კიდევ ერთი ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ჩანს, როგორ ასრულებს თვითიზოლაციაში მყოფი პიანისტი, ალბერტო გესტოსო ფილმ "ტიტანიკის" საუნდტრეკის My Heart Will Go On მელოდიას, ახლომდებარე აივნიდან კი მას მოულოდნელად მეზობელი საქსოფონისტი, ალექს ლებრონტორენტი უერთდება.

► მუსიკოსები, რომლებმაც თვითიზოლაციაში მყოფებისთვის ონლაინ კონცერტები გამართეს

► ნახეთ: მუსიკოსები, რომლებიც კორონავირუსის გამო სახლიდან მუშაობენ

► ნახეთ: ნეაპოლში თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანები ერთმანეთს სიმღერით ამხნევებენ

სპონტანური დუეტის შემდეგ, ბარსელონაში მცხოვრებმა ალბერტომ და ალექსმა სხვა კომპოზიციები, მათ შორის ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსის, ჯონ ლენონის Imagine შეასრულეს ერთობლივად.

ბოლო მონაცემებით, ესპანეთში ახალი კორონავირუსით საერთო ჯამში 18 077 ადამიანი დაინფიცირდა, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 831-ს მიაღწია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული